E60 – Architecture & Design
გაზიარება
დაგვიკავშირდით

ჩვენს შესახებ

ჩასქროლეთ

ჩვენს შესახებ

E60 — ეს არის არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის სტუდია, რომლის სახელი ინსპირირებულია საერთაშორისო ტრასით E60, რომელიც გადაკვეთს საქართველოს და აკავშირებს ქვეყანას გარე სამყაროსთან. ეს გზა არამხოლოდ გადაადგილების საშუალებაა — ის სიმბოლოა კავშირის, განვითარებისა და წინსვლის. სწორედ ასე ვხედავთ ჩვენს როლს — ვეხმარებით კლიენტებს გადალახონ სივრცობრივი და ტექნიკური დაბრკოლებები და ავაშენოთ მომავლის გზა, რომელიც ფუნქციური, ესთეტიკური და ხანგრძლივია.

E60 ქმნის კონცეპტუალურ და დეტალურად გათვლილ არქიტექტურასა და ინტერიერს, რომელიც ეხმიანება სივრცის უნიკალურ მოთხოვნებსა და მომხმარებლის საჭიროებებს. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც აერთიანებს სტილს, ტექნოლოგიასა და პრაქტიკულობას.

ჩვენ ვმუშაობთ:

  • საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებზე
  • ახალი მშენებლობებისა და რეკონსტრუქციის კონცეფციებზე
  • სრულ ციკლზე: კონცეფციიდან რეალიზაციამდე

რატომ E60?
ჩვენ ვხედავთ დიზაინს როგორც მოძრაობის და განვითარებისთვის აუცილებელ ტრასას. ისევე როგორც E60 გზა აკავშირებს ქალაქებს და ადამიანებს, ჩვენ ვაკავშირებთ სივრცეს იდეასთან, ხედვას — შედეგთან და კონცეფციას — რეალურ ფორმასთან.

გაინტერესებთ მეტი ?

01.
© E60 - 2023 / All rights reserved.